ფეხბურთი

17:10 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ კომენტატორობა დაიწყო და თამაშში 67 ათას ევროს გამოიმუშავებს

ჟოზე მოურინიო „მანჩესტერიდან“ გათავისუფლების შემდეგ უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა. პორტუგალიელი ამიერიდან ტელეკომპანია BeIN Sports-ზე კომენტატორად და საფეხბურთო ექსპერტად იმუშავებს.

როგორც Times-ი იტყობინება, მხარეებმა კონტრაქტი უკვე გააფორმეს და „განსაკუთრებული“ ერთ მატჩზე ანაზღაურების სახით 67 ათას ევროს მიიღებს. ჟოზეს დებიუტი 17 იანვარს, აზიის თასის მატჩზე შედგება, რომელიც ყატარსა და საუდის არაბეთს შორის გაიმართება. შემდეგ კი 19 იანვარს, „არსენალი“ – „ჩელსის“ ლონდონურ დერბისაც გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშებს ვერ გაუკეთებს კომენტარს „წითელ ეშმაკებთან“ არსებული შეთანხმების გამო.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო გასული წლის 18 დეკემბრიდან მოყოლებული უმუშევარი იყო, რადგან „მანჩესტერიდან“ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

0.1196