ფეხბურთი

15:48 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "დე ლიხტი" 2 წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო იქნება"

ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატიის დე ლიხტს აქებს. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი სულ მალეს მსოფლიოს საუკეთესო მცველი იქნება.

„ის „აიაქსის“ კაპიტანია და აკადემიის აღზრდილია. ეს იგივეს ნიშნავს, რომ „ბარსელონას“ სკოლაში გაიზარდო. მას გააჩნია ტექნიკა, ხარისხი, ტაქტიკური განსწავლულობა. ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი ორ წელიწადში იქნება“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის დე ლიხტს ევროპული გრანდების რიგი უდგას. განსაკუთრებით კი, „ბარსელონა“, პსჟ და „იუვენტუსი“ აქტიურობენ. ამომავალი ვარსკვლავი ამ ეტაპზე 70 მილიონ ევროდ ფასობს.

0.12329