„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „იუვენტუსთან“ იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, მოწინააღმდეგე კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბოლო წლებში რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელი გახდა. დღეს ის იდეალური მანქანაა. რაც დრო გადის, უფრო მეტს დარბის. მეტოქეებს სულ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის. ასაკთან ერთად, უფრო და უფრო უკეთესი ხდება.“ - უთხრა გატუზომ Daily Mail-ს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთსის მატჩი დღეს, 16 იანვარს, საუდის არაბეთში, უფლისწულ აბდულა ალ-ფაისალის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწუება.