ჩოგბურთი

12:15 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქარდავას წარმატებული სტარტი მელბურნში

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ზოზია ქარდავამ წარმატებული სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობის გოგონათა საკვალიფიკაციო ტურნირზე.

მე-4 ნომრად განთესილმა ქარდავამ სამხრეთაფრიკელ მეგან ბასონს 6:3, 6:2 სძლია, გადამწყვეტ რაუნდში კი მე-9 რეიტინგის მქონე იაპონელ საკი იმამურას ეთამაშება და თუკი იმარჯვა, ძირითადი ბადის საგზურს მოიპოვებს.

0.118801