ფეხბურთი

2:49 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძემ "რიუ ავესთან" კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე უგუნდოდაა. 28 წლის ქართველი კიპერი ამიერიდან „რიუ ავეს“ რიგებში აღარ ირიცხება, რადგან გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

აღნიშნულ ინფორმაციას, „რიუ ავეს“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა აღნიშნული ნაბიჯი, სამშაბათს, 15 იანვარს გადადგეს.

„გვინდა, რომ მაკარიძეს პროფესიული და პირადი ბედნიერება ვუსურვოთ. მადლობას ვუხდით ამ პერიოდში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და გაწეული სამუშაოსთვის“, - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი მაკარიძე „რიუ ავეში“ ზუსტად ერთი წლის წინ გადავიდა. ზაფხულში ძირითად შემადგენლობაში განიხილებოდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩიც ჩაატარა, თუმცა, შემდეგ ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ გასულა.

„რიუ ავემდე“ გიორგი „მორეირენსეს“, „ფეირენსეს“, „დოქსასა“ და „ლე მანის" ღირსებას იცავდა. საუკეთესო სეზონი კი, „მორეირენსეში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 2016-2017 წლებში პორტუგალიის მთავარ ლიგაში სტაბილურად ირჯებოდა, 33 მატჩში ითამაშა და პორტუგალიის ლიგის თასიც მოიგო.

0.116949