ფეხბურთი

2:12 | 16.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაბელი პრემიერლიგაში დაბრუნდა

ჰოლანდიის ნაკრების შემტევი რაიან ბაბელი კარიერას ლონდონის „ფულჰემში“ გააგრძელებს. 32 წლის ფეხბურთელი „კოტეჯელების“ ღირსებას 12-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ფულჰემი“ პრემიერლიგაში დარჩება. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ და მინდა გუნდის დახმარება“, - განაცხადა რაიანმა.

ბაბელი ბოლოს თურქული „ბეშიქთაშის“ რიგებში თამაშობდა, რომლის მაისურით მიმდნარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

„ბეშიქთაშის“ გარდა, ბაბელს „აიაქსის“, „ლივერპულის“, „კასიმპაშას“, „ჰოფენჰაიმის“, „დეპორტივოსა“ და „ალ აინის“ შემადგენლობაში უთამაშია.

0.134591