შვეიცარიული „ციურიხის“ რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა ლევან ხარაბაძემ, რომელიც გუნდს სულ რაღაც 5 დღის წინ შეუერთდა. „ციურიხი“ ბელეკში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ტესტ მატჩებს მართავს.
ლევანის დებიუტი 14 იანვარს, „ურდინგენთან“ მატჩში შედგა, ხოლო დღეს უკვე დრეზდენის „დინამოსთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხარაბაძემ გერმანელთა წინააღმდეგ პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო მეორე ნახევარში შვეიცარიული გუნდი მოედანზე სხვა შემადგენლობით გავიდა.
უშუალოდ მატჩი „დინამომ“ 2:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ შვეიცარიელები 1:0 იგებდნენ. რაც შეეხება ხარაბაძეს, მოგეხსენებათ, „ციურიხს“ 1.5-წლიანი იჯარით შეუერთდა და 2020 წლის ზაფხულში მხარეები სურვილის შემთხვევაში მის გამოსყიდვაზეც ისაუბრებენ.