კალათბურთი

21:45 | 15.01.2019 | ნანახია 464 - ჯერ

ჰარდენმა ჩემბერლენის და ბეილორის შედეგი გაიმეორა

„ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა „მემფისთან“ (112:94) მოგებულ შეხვედრაში გუნდს 57 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა.

ჰარდენმა ზედიზედ მე-17 შეხვედრაში 30 და მეტი ქულა ჩააგდო, რითაც კობი ბრაიანტს გადაასწრო და უილტ ჩემბერლენს და ელვინ ბეილორს გაუთანაბრდა.

მიმდინარე სეზონში ჰარდენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.8 ქულას, 6.3 მოხსნას და 8.6 პასს აგროვებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 17.01.2019
Marco8 (3589)

რა ჩემბერლენს გაუთანაბრდა? კაცს ზედიედ 65 თმაშში აქვს +30

0.12856