ფეხბურთი

19:46 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი კრიშტიანუს აკრიტიკებს: "ეს გამოწვევა არაა!"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს. შვედის განცხადებით, არასწორია, როდესაც პორტუგალიელი „იუვენტუსში“ გადასვლას გამოწვევას უწოდებს.

ზლატანი მიიჩნევს, რომ „იუვე“ რონალდუს გარეშეც ძლიერი იყო და თუ ლუზიტანელს გამოწვევა სურდა, სუსტ გუნდში უნდა გადასულიყო.

კრიშტიანუ "იუვენტუსში" გადასვლას გამოწვევას უწოდებს, მაგრამ ეს "იუვე" გამოწვევაა არაა. გუნდი, რომელიც სერია A-ს მუდმივად იგებს. თუ რონალდუ გამოწვევა სურდა, მაშინ სერია B-ს "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო, რომ ჯერ უმაღლეს დივიზიონში ასვლაში, ხოლო შემდეგ ჩემპიონობაში დახმარებოდა“, - უთხრა ზლატანმა Voetbal Nieuws-ს.

აღსნიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩმა, 2006 წლის ზაფხულში „იუვენტუსი“ სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ქვედა დივიზიონში (სერია B) თამაში არ სურდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვეს“ გასულ ზაფხულს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და დღემდე 25 მატჩში 15 გოლით შეეწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104452