ჩოგბურთი

21:15 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა მარტივად მოიგო და ცონგას შეხვდება

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 230-ე ნომერი ამერიკელი მიტჩელ კრუგერი იოლად 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.

პირველ სეტში ამერიკელი 2:1 ბრეიკით დაწინაურდა ეგ იყო და ეგ, რაც კრუგერმა მოახერხა. შემდეგ მთელი თამაში ჯოკოვიჩის კარგნახით მიმდინარეობდა.

მომდევნო ეტაპზე ნოლე ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში სერბი ფრანგს 16:6-ს უგებს. მატჩი 17 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

0.124962