ფეხბურთი

20:15 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზი "იუვენტუსთან" კონტრაქტს 18 იანვარს გააფორმებს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემზი სულ მალე „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, უელსელი ტურინულ გრანდთან კონტრაქტს პარასკევს, 18 იანვარს გააფორმებს.

ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი და რემზი სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის უელსელის დამატება „იუვენტუსს“ იანვარში სურს, მაგრამ „არსენალისთვის“ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ხოლო, ზაფხულამდე თუ მოიცდის, მაშინ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იქნება და უფასოდ შეძლებს მის დამატებას.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ეცდებიან ლონდონელები ფასის დაკლებაზე დაითანხმონ და ასეთ შემთხვევაში რემზი ტურინელთა ღირსებას მიმდინარე თვიდან დაიცავს. ყოველშემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ფაქტია, რომ უელსელი "იუვენტუსთან" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და მხოლოდ ის იქნება გასარკვევი, როდის შეუერთდება გუნდს - იანვარში თუ ივლისში.

0.109997