ჭადრაკი

15:23 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ ლიდერობა მოიპოვა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 9 ტურის თავზე ლიდერის ტიტული ქართველმა ლევან ფანცულაიამ (2597) მოიპოვა. ჩვენებურის აქტივში 7.5 ქულაა და ის მასპინძელ ნარაიანანს (2575) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ბოლოსწინა ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით უწინდელ ლიდერ მასუდ მოსადეგპურს (ირანი, 2517) სძლია და ახლა, ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. ხვალ, 16 იანვარს, უკაანსკნელ ტურში ლევანი შავებით ხსენებულ ნარაიანანს ეთამაშება,
6.5 ქულით მეთხუთმეტე-ოცდამეცამეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი 25-ე ადგილზეა ლუკა პაიჭაძე (2583), რომელიც დღეს შავებით ბანგლადეშელ ზიაურ რაჰმანს (2470) დაუზავდა. ხვალ, ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ინდოელ ნუბაირშაჰ მოჰამადს (2437) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116149