ფეხბურთი

17:05 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეინი მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს

„ტოტენჰემის“ მთავარმეგოლე, ჰარი კეინი ტრავმის გამო დაახლოებით ერთ თვეს ვერ ითამაშებს - წერს The Guardian.

წყაროს ცნობით, კეინმა მუხლი პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში დაიზიანა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ (0:1). საფუძვლიან სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელი მხოლოდ მას შემდეგ გაივლის, როცა დასიებული მუხლი დაუცხრება. სწორედ მაშინ იქნება შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა და იმის თქმა, თუ როდის დაუბრუნდება მინდორს.

ვარაუდობენ, რომ კეინმა შესაძლოა, 13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩშიც ვერ ითამაშოს „დორტმუნდის“ წიააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113972