ჩოგბურთი

15:00 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა გვადელუპას ტურნირში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გვადელუპას რეგიონ პეტიტ-ბურჟში იმყოფება, სადაც 25-ათსიანი საერთაშორისო ტურნირი იმართება.

შაფათავა ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც მე-5 ნომრად განთესილ იაპონელ მაი ჰონტამასთან ჭიდილი ელის.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი მე-3 რეიტინგით არიან და გერმანელ სეკულიჩსა და ამერიკელ ტელკოტს ეთამაშებიან.

0.120977