ჩოგბურთი

14:35 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი იუნიორები დუბაის ტურნირზე

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა იუნიორთა შორის, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელებიც არიან ჩართულნი.

საკვალიფიკაციო ბადეში ლია სალუქვაძემ ჰოლანდიელ ვარდა აიტ ელ ბაჩირთან 1:6, 1:6 წააგო, მე-2 ნომრად განთესილმა ნინო ნაცვლიშვილმა კი გზიდან ინდოელი სონიკა კოტაი (6:0, 6:0) და ჰოლანდიელი შარლოტ ვიიკამპი (6:4, 6:3) ჩამოიცილა და ძირითად ბადეში რუს დიანა ლუკიანოვას ეთამაშება.
ძირითად ტურნირში პირდაპირ იყო დაშვებული თამარ გაგოშიძე, თუმცა, მე-7 ნომრად განთესილი ქართველი გოგონა საწყის რაუნდში ჰოლანდიელ ბენტე სპეესთან 5:7, 4:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში გაგოშიძე და ნაცვლიშვილი მე-2 რეიტინგის მქონე შვეიცარიულ-რუსულ დუეტს (მაგუნი-რაკიტა) გაეჯიბრებიან.

0.11899