ფეხბურთი

9:44 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: „ტუხელმა გუნდში მეგობრული ატმოსფერო შექმნა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელმა შემტევმა, ედინსონ კავანიმ, ჟურნალისტებთან გუნდის მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის დადებით როლზე ისაუბრა.

„მწვრთნელმა გუნდში მეგობრული ატმოსფერო შექმნა. ის ყოველთვის ცდილობს ერთიანნი ვიყოთ მინდორზეც და მის გარეთაც. პრობლემები, ცხადია, გვაქვს, მაგრამ გვინდა ერთად გადავწყვიტოთ ისინი. ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე იქნება და დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ.“ - უთხრა კავანიმ Goal-ს.

საფრანგეთის ჩემპიონატში პსჟ დამაჯერებლად, წაუგებლად ლიდერობს.

Loading...
0.118619