„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია „ვულვერჰემპტონთან“ გამარჯვებით (3:0).
„ბევრი მატჩები ჩავატარეთ, ამიტომ მორალური და ფიზიკური დაღლილობა ჩვეულებრივი ამბავია. მწყობრად ვითამაშეთ და მეტოქისთვის სივრცეები არ დაგვითმია. დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ, რომელიც ლიდერ „ლივერპულზე“ ზეგავლენას მოახდენს.“ - უთხრა გვარდიოლამ ВВС-ს.
შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, ინგლისურ პრემიერლიგაში „სიტიმ“ 53 ქულა მოაგროვა და ოთხი პუნქტით ჩამორება ლიდერ „ლივერპულს.“