გასულ უქმეებზე კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაშნით ფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 153 მოფარიკავეს შორის მაია გუჩმაზოვამაც იასპარეზა. მაია ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე ფრანგ მელისა გორამთან 13:15 დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა.