ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრადიციულად წყვილთა ტურნირში ითამაშებს, მეტოქეთა ვინაობა შეიტყო.
2019 წლის პირველ სლემტურნირზე ოქსანას მეწყვილე უკრაინელი დაიანა იასტრემსკა იქნება. ოქსანა და დაიანა პირველ წრეში უკრაინელვე ნადია კიჩენოკსა და ჩინელ იაფან ვანგს ეთამაშებიან.
აღნიშნული შეხვედრა 16 იანვარს გახლავთ დაგეგმილი და ამავე დღეს “აუსტრალიან ოუფენზე” მე-2 რაუნდის თამაშს ჩაატარებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. შეგახსენებთ, რომ მისი მეტოქე იტალიელი სტეფანო ტრავალია იქნება.