სხვა

23:39 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა: მილანისა და სტოკჰოლმის განაცხადები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემფასებელი კომისიის თავმჯდომარე ოქტავიან მორარიუ დარწმუნებულია, რომ ასეთი კანდიდატების ყოლა დღის წესრიგი 2020-ის რეფორმათა დადებით გავლენაზე მიუთითებს. მისი თქმით, ორივე კანდიდატს მსოფლიო თასებისა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-ის დამტკიცებიდან, ეს არის პირველი განაცხადები. ახალი ნორმები IOC-ის კომისიამ 2018 წლის თებერვალში მიიღო და დღეს მას ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის მსურველი ქალაქებისთვის და მათი პროექტებისთვის მნიშნელოვანი შედეგები მოაქვს.

საშუალოდ, კანდიდატი ქალაქები 2026 წლის თამაშებისთვის გამოიყენებენ არსებული ან დროებითი ობიექტების 80 პროცენტს. შედარებისთვის, 2018 წლის და 2022 წლის თამაშების შესაბამისი მაჩვენებლი 60 პროცენტია.

www.geonoc.org.ge

0.116428