ფეხბურთი

20:28 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" არგენტინელი მცველი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ნიჭიერი არგენტინელი მცველი ლეონარდო ბალერდი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

„ლეონარდო ბალარდი ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. ჭკვიანი და ძლიერი ცენტრალური მცველია, რომელიც თამაშს კარგად კითხულობს“, - ამბობს „დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბალერდიმ ცნობილი არაა, თუმცა ცორკის განცხადებით, ხელშეკრულება გრძელვადიანია. არც ფინანსური დეტალები გახმაურებულა, თუმცა Transfermarkt.de მოთამაშეს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლუისენ ფავრის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ახალ გუნდთან ერთად გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112772