ჭადრაკი

19:20 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას ლიდერთან დაპირისპირება ელის

ინდოეთის დედაქალაქ დელიში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ქართველები ლევან ფანცულაია (2597) და ლუკა პაიჭაძეც (2583) არიან ჩართულნი.

ათ ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-8 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით ბჰარატაკოტი ჰარშას (2481) სძლია და 6.5 ქულით მეორე-მერვე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მეშვიდეა.
პაიჭაძე თეთრებით ვიგნეშს (2461) დაუზავდა და 6.0 ქულით მეცხრე-ოცდამეხუთე პოზიციებს იყოფს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-18 საფეხურზეა.
ბოლოსწინა მე-9 ტურის პარტიები 15 იანვარს ჩატარდება და ფანცულაია თეთრი ფიგურებით ერთპიროვნულ ლიდერს – 7.0 ქულის მქონე ირანელ მასუდ მოსადეგპურს (2517) ეთამაშება, ხოლო პაიჭაძე შავებით (2583) ბანგლადეშელ ზიაურ რაჰმანს (2470) გაეჯიბრება.

0.122048