ფეხბურთი

17:25 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტრა: "ვინისიუსმა დედა სამჯერ შემაგინა"

სევილიის „ბეტისის“ მცველმა მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალის“ შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, ბრაზილიელმა დედა სამჯერ შეაგინა.

„ვინისიუსმა გაზონზე უფრო მეტი დრო გაატარა, ვიდრე ფეხბურთის თამაშში. როდესაც მას ვთხოვე, რომ ასე არ მოქცეულიყო, დედა სამჯერ შემაგინა. მას აქვს სამუშაო, რომ ბევრი რამ გაიგოს. თუმცა, ამ ეტაპზე „რეალისთვის“ შესაფერის ფეხბურთელად არ მივიჩნევ“, - განაცხადა ბარტრამ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „ბეტისმა“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 წააგო მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის 73%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121932