ჩოგბურთი

11:49 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალის იოლი სტარტი

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რაფაელ ნადალმა ჯეიმს დაკვორტი იოლად 6:4, 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. რაფამ ოთხი თვის შემდეგ პირველად მოიგო.

პირველ სეტში რაფაელმა ბრეიკით დაიწყო და სეტებში 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში ავსტრალიელმა ცოტა გაიბრძოლა, 3:2-ს იგებდა, თუმცა ესპანელმა ზედიზედ ოთხი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე სეტში ნადალი 5:2-ს იგებდა, დაკვორტმა მოახერხა სეტში დარჩენა, მაგრამ ბოლოში ძალა აღარ ეყო.

რაფა მომდევნო ეტაპზე შტრუფი-ებდენის გამარჯვებულს შეხხვდება. ნადალს ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში ერთხელ 2009 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113725