ისტორია

9:52 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

14 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948 – დაიბადა ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირის გადამწყვეტი შაიბა გაიტანა, რამაც საბჭოთა ნაკრებს ჩემპიონობა მოუპოვა. 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში სსრკ-მ აშშ-ის ნაკრებთან წააგო). ხარლამოვმა რვაჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო 11-ჯერ საბჭოთა კავშირისა (მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში). 1971 და 1972 წლებში ხარლამოვი მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ხოლო 1972, 1973, 1975 და 1976 წლების მუნდიალებზე ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. 1976 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარეს პირველობის საუკეთესო ფორვარდად. კანადა-საბჭოთა კავშირის პირველ სუპერსერიაში, 1972 წელს ხარლამოვმა პირველსავე შეხვედრაში ორი შაიბა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე სერიის მეექვსე შეხვედრაში ”ფილადელფია ფლაიერზის” ჰოკეისტმა ბობი კლარკმა ხარლამოვს კოჭი მოტეხა. ტრაგიკულად დაიღუპა 1981 წლის 27 აგვისტოს. ვალერი ხარლამოვი 1998 წელს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1917 – მამა-შვილმა ფეხბურთელებმა ჯო და უოლტერ ბატლერებმა ”გრიმსბი თაუნის” შემადგენლობაში ”ჩესტერფილდის” წინააღმდეგ ითამაშეს.

1932 – ლეგენდარულმა ამერიკელმა ცხენოსანმა ედი არკარომ თავისი პირველი რბოლა მოიგო.

1933 – ლონდონის “არსენალმა” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მატჩში მესამედივიზიონელ “უოლსოლთან” 0:2 წააგო. ამ ასპარეზობის შედეგი ხსენებული ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელად ითვლება.

1943 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) კლუბ ”მონრეალ კანადიენსის” მოთამაშე ალექს სმარტმა თავის პირველსავე სალიგო მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

1954 – ბეისბოლისტთა ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ იანკიზის” ვარსკვლავი ჯო დიმაჯიო მსახიობ მერილინ მონროზე დაქორწინდა.

1964 – ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მეთოთხმეტე ”ყველა ვარსკვლავის” მატჩი გაიმართა. ბოსტონში აღმოსავლეთის ნაკრებმა დასავლეთისას 111:107 მოუგო.

1974 – აშშ-ში მსოფლიოს საფეხბურთო ლიგა (World Football League) დაარსდა.

1985 – ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი ქალი მარტინა ნავრატილოვა, ჯიმი კონორსისა და კრის ევერტის შემდეგ, მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც მეასე ტურნირის მოგება შეძლო.

1987 – კეტფიმ ჰანტერი და ბილი უილიამსი ბეისბოლისტთა ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1975 – ნორვეგიელმა მოთხილამურე ანიტა ვოლდმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (98 მ).

1993 - ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციების გაერთიანებით შეიქმნა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

1994 – რუსმა მძლეოსანმა ინა ლისოვსკაიამ სამმაგ ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14.61 მ).

1994 – 46 წლის ასაკში ფეხბურთიდან წავიდა ”მანჩესტერ სიტის” მოთამაშე ტომი ჰათჩისონი.

1998 – ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ”დრიმ თიმის” შემადგენლობაში ჩარლზ ბარკლი ამერიკულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ სცნო. ბარკლის ბრალი იარაღით თავდასხმაში ედებოდა.

2003 – 56 წლის სატვირთო მანქანის მძღოლი რაიმონდ ევერესტი ყველაზე ხანდაზმული “საფეხბურთო ხულიგანი” აღმოჩნდა. მას ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლის 2 მაისს ევერესტმა “მილუოლისა” და “ბირმინგემ სიტის” მიერ ჩატარებულ პირველდივიზიონური ფლეი-ოფის შემდეგ პოლიციელს არ დაემორჩილა და მის ცხენს წიხლი უთავაზა. ევერესტს ცხოველისთვის სასტიკი მოპყრობის მუხლიც წაუყენეს.

2005 – მოსკოვში მიმდინარე ფეხბურთში დსთ-ის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩაატარა ”თბილისმა”. საქართველოს წარმომადგენელმა უზბეკეთის ჩემპიონ, ტაშკენტის ”ფახთაქორს” 1:0 მოუგო. გოლი რევაზ გეწაძემ გაიტანა.

2005 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში ”ნიუ ორლეანის ჰორნეთსმა” და ”პორტლენდ თრეილ ბლეიზერსმა” პირველ ტაიმში 23-23 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენეს.

2005 – ტანიტ ბელბინმა და ბენჯამინ აგოსტომ ციგურებით ფიგურულ სრიალში ზედიზედ მეორედ მოიპოვეს აშშ-ის ჩემპიონის ტიტული წყვილთა თანრიგში.

2008 – ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ჯანლუიჯი ბუფონი ზედიზედ მეოთხედ დაასახელა პლანეტის წლის საუკეთესო მეკარედ.

2010 - 2005 წლიდან მოყოლებული “ბარსელონა” პირველი გუნდი გახდა, რომელმაც საკალათბურთო ევროლიგის გათამაშება დაუმარცხებლად გაიარა. 2005-ში ეს მოსკოვის ცსკამ შეძლო.

2012 - ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე თხილამურით სწრაფდაშვებაში ოქროს მედალი მოიპოვა მაროკოელმა ადამ ლამჰამედიმ. იგი პირველი აფრიკელია, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.

2014 - 32 წლის ფედერერი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი შეიქნა. როჯერი ზედიზედ 57-ედ ჩაება სადიდსლემო ტურნირში. ამ მიღწევით სხვა ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ დაიკვეხნის.

ამ დღეს დაიბადნენ

1905 – სვენ რიუდელი. შვეციის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. ამ სკანდინავიური ქვეყნის ეროვნული გუნდის 43 მატჩში გატანილი აქვს 49 გოლი.

1920 – ბერტუს დე ჰარდერი. ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული ”ბორდოს” ვარსკვლავი.

1927 – ივან კალიტა. საბჭოთა ცხენოსანი. 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1932 – კარლოს-არიელ ბორხესი. ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ამ მუნდიალის ფინალური სტადიის 4 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

1936 – ლიუდმილა პინაევა. საბჭოთა მოციგურავე. 500 მეტრზე რბენაში 1964, 1968 და 1972 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.

1936 – რაინერ კლიმკე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცხენოსანი. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1938 – ტორდ გრიპი. შვედი საფეხბურთო მწვრთნელი. “ლაციოს”, ინგლისისა და მექსიკის ნაკრებების დამრიგებელ სვენ გორან ერიქსონის თანაშემწე.

1948 – ვალერი ხარლამოვი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვის ტრიოს გარემარბი. 1972 და 1976 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1976 წლის ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირის გადამწყვეტი შაიბა გაიტანა, რამაც საბჭოთა ნაკრებს ჩემპიონობა მოუპოვა. 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი (სოლტ-ლეიკ-სიტის თამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში სსრკ-მ აშშ-ის ნაკრებთან წააგო). ხარლამოვმა რვაჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო 11-ჯერ საბჭოთა კავშირისა (მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში). 1971 და 1972 წლებში ხარლამოვი მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ხოლო 1972, 1973, 1975 და 1976 წლების მუნდიალებზე ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. 1976 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარეს პირველობის საუკეთესო ფორვარდად. კანადა-საბჭოთა კავშირის პირველ სუპერსერიაში, 1972 წელს ხარლამოვმა პირველსავე შეხვედრაში ორი შაიბა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე სერიის მეექვსე შეხვედრაში ”ფილადელფია ფლაიერზის” ჰოკეისტმა ბობი კლარკმა ხარლამოვს კოჭი მოტეხა. ტრაგიკულად დაიღუპა 1981 წლის 27 აგვისტოს. ვალერი ხარლამოვი 1998 წელს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1952 – კარლოს მორეტე. “პუმას” მეტსახელად ცნობილი არგენტინელი ფორვარდი. 1970-80-იან წლებში ქვეყნის პირველობების 485 მატჩში გაიტანა 245 გოლი. თამაშობდა ესპანეთშიც, თუმცა ევროპაში ფეხი ვერ მოიკიდა და სამშობლოში დაბრუნდა.

1955 – დომინიკ როშტო. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს სამი პირველობის (1978, 1982, 1986) მონაწილე. მუნდიალ86-ის მესამეადგილოსანი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. საფრანგეთის პირველი დივიზიონის 419 მატჩში გაიტანა 149 გოლი. ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1959 – გეორგი გეორგიევ დიმიტროვი. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების მცველი. ეროვნულ გუნდში ჩატარებული აქვს 77 მატჩი, აქედან 56 შეხვედრაში კაპიტნის რანგში.

1964 – სერგეი ნემჩინოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების, ”ნიუ იორკ აილენდერზის”, ”ნიუ ჯერსი დევილზის” ჰოკეისტი. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1969 – ირინა რუტკოვსკაია. რუსეთის ქალ კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი. ამპლუით ფორვარდი (175 სმ). ევროპის 1991 წლის ჩემპიონი.

1970 – ვალერი დაინეკო. რუსეთის საკალათბურთო ნაკრებისა და მოსკოვის ოლქის ”დინამოს” ყოფილი მძიმე ფორვარდი-მეფარე (209 სმ).

1977 – ხუანმა. ლა კორუნიას ”დეპორტივოს” ცენტრალური მცველი.

1979 – კლიმენტი წიტაიშვილი. თემურ ქეცბაიას მთავარმწვრთნელობისას კვიპროსის ფამაგუსტას ”ანორთოსისის” ფორვარდი. თბილისის ”დინამოს” შემადგენლობაში 1999 წელს მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. კლიმენტი წიტაიშვილი აგრეთვე გამოდიოდა ზუგდიდის ”დინამოში”, თბილისის ”შევარდენში”, ფოთის ”კოლხეთში”, ნოვოროსიისკის ”ჩერნომორეცსა” და კვიპროსის ‘ნეა სალამინაში”, ისრაელის ”ბნეი იეჰუდაში”. მოპოვებული აქვს კვიპროსის ჩემპიონობა და თასი.

1980 – ანდრია ზიზიჩი. ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებისა და ზაგრების ”ციბონას” მძიმე ფორვარდი-მეფარე (207 სმ).

0.120057