ფეხბურთი

1:56 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი - კაცი რეკორდი

„ატლეტიკომ,“ ასე ვთქვათ, „სამუშაო“ გამარჯვება მოიპოვა „ლევანტესთან.“ თავიდან მადრიდელებმა სწრაფი გოლის გატანა სცადეს და როცა არ გამოუვიდათ, პოზიციურ იერიშებს მიმართეს. თუმცა სტუმრები ერთობ განსწავლულად იცავდნენ თავს. ასე გაილია პირველი ტაიმი. მეორეში კი მასპინძლებმა სიჩქარეებს უმატეს და პენალტიც მოინადირეს, რომელიც ანტუან გრიზმანმა ზუსტად დაარტყა. ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა შეხვედრაში.

იყო კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი, როცა მსაჯმა საეჭვი ვითარებაში, მადრიდელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და არც ვიდეოარბიტრის დახმარებას მიმართა.

ბილბაოს „ატლეტიკმა“ მრისხანე „სევილიას“ 2:0 მოუგო ინაკი უილიამსის დუბლით. საერთოდ, ბასკებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს.

„ბარსელონამ“ მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა. დუბლი მიითვალა ლუის სუარესმა, ერთიც მესიმ შეაგდო. ეს გენიოსი არგენტინელის მე-400 გოლი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატების 435 მატჩში. აქამდე პრიმერაში ამდენი არავის გაეტანა.

სუარესის გოლის მიუხედავად, პირველი ტაიმი კატალონიელებს მთლად კარგი ვერ გამოუვიდათ. სტუმრები წარმატებით მიმართვდნენ პრესინგს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს და მესის გოლის შემდეგ, სტუმრები უკვე აღარ არსებობდნენ. „ბარსა“ მომენტს მომენტზე ქმნიდა და ორჯერ მეტი რომ ვერ გაიტანეს, ბასკები იღბალს უნდა უმადლოდნენ.

დღის გვიან შეხვედრაში „რეალმა“ სტუმრად „ბეტისს 1:2 მოუგო და მეოთხე ადგილი დაიბრუნა. გამარჯვებისა, დამთავრებამდე 16 წუთით ადრე, შეცვლაზე შესულმა დანიელ სებალიოსმა გაიტანა.

ესპანეთი

პრიმერა. მე-19 ტური.13 იანვარი

ატლეტიკო - ლევანტე 1:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 57 093

1:0 გრიზმანი (57, პენ)

ატლეტიკო: ობლაკი, არიასი, სავიჩი (ხიმენესი 9), გოდინი, ხუანფრანი, კოკე, როდრი, ვიტოლო (კალინიჩი 76), კორეა (ლემარი 72), გრიზმანი, ტომასი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ლევანტე: ოლასაბალი, ჩემა (კოკე 46), კაბაკო, პიერი, ტონიო, კამპანია, ვუკჩევიჩი (როჩინა 68), ხასონი, ბარდჰი, მორალესი, როხერი (მაიორალი 68)

მწვრთნელი: პაკო ლოპესი

მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

გაფრთხილება: ხასონი (42), კაბაკო (85), კამპანია (90+4)

ბილბაო - სევილია 2:0

ბილბაო. „სან მამესი.“ 41 342

1:0, 2:0 უილიამსი (23, 83)

ბილბაო: ერერინი, ბერჩიჩე, მარტინესი, იერაი, კაპა, ეჩებერია (სან-ხოსე 71), გარსია, კორდობა (ბალენსიაგა 86), მუნიაინი, დე მარკოსი (გომესი 65), უილიამსი

მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კაიერი (ხილი 87), ნიანონი, ესკუდერო (პრომესი 70), მესა (ელ-ჰადადი 79), სარაბია, ბანეგა, ნავასი, ანდრე სილვა, ბენ-იედერი

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: გარსია (64), მუნიაინი (76), ერერინი (81), მარტინესი (90); მესა (26), ესკუდერო (28), ნიანონი (90+3)

ბარსელონა - ეიბარი 3:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 71 039

1:0 სუარესი (19), 2:0 მესი (53), 3:0 სუარესი (59)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, რობერტო (სემედუ 83), არტური (დემბელე 72), ბუსკეტსი (ვიდალი 66), რაკიტიჩი, კოუტინიო, მესი, ლუის სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ეიბარი: რიესგო, ანხელი, ბიგასი, არბილია, პენია, დიოპი, ესკალანტე (კიკე 77), კუკურელია (დე ბლაზისი 64), ხორდანი, ორელიანა, ენრიხი (კარდონა 83)

მწვრთნელი: მენდილიბარი

მსაჯი: ხილ მანსანო

გაფრთხილება: ლუის სუარესი (44), პიკე (70); ენრიხი (42)

ბეტისი - რელი 1:2

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი.“ 54 187

0:1 მოდრიჩი (13), 1:1 კანალესი (67), 1:2 სებალიოსი (88)

ბეტისი: ლოპესი, ფრანსისი (ტეკიო 67), ბარტრა, მანდი, ბარაგანი, ლო ჩელსო, კარვალიო, გუარდადო (ბუდებუზი 85), კანალესი, ხოაკინი, სანარბია (ლორენი 88)

მწვრთნელი: კიკე სეტიენი

რეალი: ნავასი, ნაჩო, რამოსი, ვარანი, რეგილონი (სებალიოსი 74), ვალვერდე (დიასი 82), კაზემირო, მოდრიჩი, კარვახალი, ვინისიუსი, ბენზემა (კრისტო 46)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრხილება: გუარდადო (4), კარვალიო (86); მოდრიჩი (35), რამოსი (42), ვალვერდე (62)

0.11946