კალათბურთი

22:23 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილმა ბეირუთში 8 ქულით დაიწყო

35 წლის ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანურ “ბეირუთში” გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ბეირუთელებმა “ატლასს” 97:72 სძლიეს, ქართველი ლეგიონერი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:02 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
ცქიტიშვილმა ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბეირუთმა” 5 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და ლიბანის ჩემპიონატში მე-4 ადგილს ინარჩუნებს.

0.110719