ჭადრაკი

21:39 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

ინდოეთის დედაქალაქ დელიში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე 7 ტურის პარტიები მიილია.
ამ დროისთვის, ქართველ მოჭადრაკეებს ლუკა პაიჭაძესა (2583) და ლევან ფანცულაიას (2597) აქტივში 5.5-5.5 ქულა აქვთ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-19 და მე-20 ადგილებზე იმყოფებიან.

ჩვენებურები ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან, მოწინავეები კი დას დებაშისი (ინდოეთი, 2538), დიპტაიან გოში (ინდოეთი, 2544), მასუდ მოსადეგპური (ირანი, 2517), კირილ სტუპაკი (ბელარუსი, 2542) და მინჰ ტრან ტუანი (ვიეტნამი, 2541) არიან.
ინდური შეჯიბრი ათ ტურად მიმდინარეობს, ბოლოსწინა მე-9 ტური კი 14 ჩატარდება და ქართველი მოჭადრაკეები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ: ფანცულაია ბჰარატაკოტი ჰარშას (ინდოეთი, 2481) შეხვდება, პაიჭაძე კი – ვიგნეშს (ინდოეთი, 2461).

0.12083