ფეხბურთი

20:32 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო „სპარტაკის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

„მსოფლიო სპორტი“ უკვე წერდა, რომ საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე, რუსეთის პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის მეორე ნაწილს „კრილია სოვეტოვში“ გაატარებს. სამარულ კლუბში „სპარტაკმა“ ის იჯარით გაუშვა.

შეთანხმებისამებრ, ჯანო თავისი კლუბის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ვოლგისპირელები „სპარტაკს“ ბოლოსწინა ტურში, 19 მაისს შეხვდებიან.

„არა, ჯანო „სპარტაკთან“ ვერ ითამაშებს. ეს იჯარის წესითაა გათვალისწინებული.“ - უთხრა sport-express.ru-ს სამარული კლუბის განვითარების დირექტორმა, ალეკსანდრ შიკუნოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118571