ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძემ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. წელს ბექასთვის მეორე ორმაგი დუბლია.
ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტი" შინ 85:91 დამარცხდა. ბექამ პარკეტზე 30 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 12 ქულა, 10 მოხსნას და ერთი პასი შესძინა. საქართველოს ნაკრების წევრმა 9-დან სამი სამქულიანი, 4-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
“გიპუზკოა ბასკეტი" ესპანეთის ჩემპიონატში 3 მოგებით და 13 წაგებით ბოლო მე-18 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში 20 იანვარს გასვლაზე "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება.