ფეხბურთი

10:52 | 13.01.2019 | ნანახია NaN - ჯერ

Sky Sports: საუთგეიტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბაროს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის ერთ-ერთი კანდიდატი საუთგეიტია. Sky Sports-ს მანჩესტერულ კლუბში აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთეს.

საუთგეიტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯერჯერობით ფეხბურთის ასოციაციას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" არავინ დაკავშირებია. ჟოზე მოურინიოს შემცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სულშერია და კლუბს სეზონის დასრულებამდე საუთგეიტთან მოლაპარეკებისთვის დიდი დრო რჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 17.11.2020
თენგაბი (950)

უძლეველი ლევანი რომ გვახსოვს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი. რომ არა ეს ტრავმა...ყოველ შემთხვევაში, მოიგებ თუ წააგებ, შენს გვერდით ვართ. წარმატებები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065727
სარეკლამო ადგილი - 99
X x X