კალათბურთი

16:37 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის კლუბი ნეაპოლის მერმა დააფასა

იტალიურმა “ნაპოლიმ”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი ნიკა მეტრეველ ირიცხება, სეზონისწინა პრეზენტაცია გამართა.

საზეიმო მიღებაზე კლუბის კალათბურთელები და ხელმძღვანელები სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, სპეციალური სტუმრის სახით კი შეხვედრას ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაგისტრისი დაესწრო, რომელსაც სიმბოლურად “ჯივოვა ნაპოლი ბასკეტის” მაისურა გადაეცა.

ცნობისთვის, მეტრეველის კლუბი, რომელიც იტალიის რანგით მე-2 დივიზიონ “ა2 გოლდში” ირიცხება, ჩემპიონატის პირველ მატჩს 5 ოქტომბერს გამართავს. შინაურ “პალაბარბუტოზე” ნეაპოლელები “ფერენტინოს” დაუხვდებიან, რომელშიც ქართველი ფორვარდი 2009-10 წლებში თამაშობდა.

0.115887