„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ქალაქელები“ ახალ მოთამაშეებს, ალბათ არ იყიდიან.
„იანვარში იშვიათად განგვიხორციელებია ტრანსფერები. საერთოდ, ისეთ ფეხბურთელებს ვყიდულობთ, რომლებიც ჩვენთან ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ითამაშებენ. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კი, ასეთი რამ იშვიათად ხდება.
რაც შეეხება იჯარას, შესაძლოა, ვიფიქროთ. მაგრამ, დიდი კლუბები არ ყიდულობენ მოთამაშეებს ექვსი თვით. თუ ტრავმიანობა არ დაემთხვა და ფეხბურთელებით კმაყოფილი ხარ, სეზონსაც მათთან ერათად ამთავრებ.“ - უთხრა გვარდიოლამ Sky Sports-ს.