ფეხბურთი

23:14 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მოდრიჩით დაინტერესდა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Sport Mediaset-ი იუწყება, "ბიანკონერი" ფეხბურთელით დაინტერესდა და შეეცდება მის გადაბირებას.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ იტალიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ. მოდრიჩს "რეალთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118562