იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე მარკო მატერაცი საქართველოშია. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი თბილისში ზამთრის თასზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
„ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი წინა ვიზიტებისგან განსხვავებით უფრო განვითარებულია.
„ჩამოვედი ლეგენდების ტურნირზე სათამაშოდ და გასართობად. სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, აქ მესამედ ვიმყოფები. როდესაც მეორედ ჩამოვედი, პირველ ვიზიტთან შედარებით ქვეყანა განვითარებული იყო. ახლაც მეორედ ჩამოსვლის შემდეგ პროგრესი იგრძნობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ ჯერზე სასიამოვნოა აქ ყოფნა.
რა შემიძლია ვთქვა თქვენს ქვეყანაზე? შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ქვეყანა სწრაფად ვითარდება. წამოსვლამდე ვნახე ფოტოები და ყველაფერი განახლებულია და მეტად განვითარებულია, ვიდრე წლების წინ“, - გვითხრა მატერაციმ.
აქვე გეტვით, რომ ზამთრის თასი 11-დან 13 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს. ლეგენდების ტურნირი კი 13 იანვარს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 13:00 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება მატერაცის, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდის მონაწილეა, როდესაც 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანმა კარიერის ბოლო მატჩში მკერდში თავი ჩაარტყა. ვეტერან იტალიელს მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვათაშორის, კაცთა პროგრამაში პირველ ხუთ ადგილზე აზიელები გავიდნენ. ნათან ჩენი და ვინსენ ჟუც წვრილთვალება ამერიკელები არიან, ოღონდ აშშ-ში დაიბადნენ.
ნათან ჩენის საერთო ქულები (323.42) მსოფლიო რეკორდია. მსოფლიო რეკორდი დაამყარა მან ძირითად პროგრამაშიც. ორივე მიღწევა იუძურუ ჰანიუს მოუხსნა.