ფეხბურთი

20:57 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მორენო შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

ალბერტო მორენომ "ლივერპულის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ესპანეთში უნდა დაბრუნება. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. როგორც ცნობილი ხდება, მორენოს "სევილიაში" უნდა დაბრუნება.

გასულ თვეს მორენომ განაცხადა, რომ "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკება არ ჰქონია და იანვარში მზადაა უცხოური კლუბებისგან შემოთავაზებები მიიღოს.

მორენო "წითლებმა" 2014 წელს "სევილიადან" 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ესპანელმა მცველმა ინგლისური გუნდის მაისურით 141 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და თერთმეტი საგოლე გადაცემა შეასრულა. ალბერტოს სატრანსფერო ღირებულება ცხრა მილიონი ევროა.

0.123802