ჩისკო მუნიოსი საქართველოსა და „დინამო თბილისს“ დაუბრუნდა. ესპანელი ამიერიდან დედაქალაქური გუნდის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდება. ამის შესახებ „დინამოს“ ვებგვერდი იტყობინება.
„დინამო“ ჩემს გულშია და აქ დაბრუნებით ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ჩისკომ.
შეგახსენებთ, 39 წლის ჩისკო „დინამოს“ ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 129 შეხვედრაში 79 გოლის გატანა შეძლო.