ფეხბურთი

17:29 | 12.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ჰარი კეინს ფასი დაადო

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჰარი კეინი შეაფასა. როგორც ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, მადრიდის „რეალს“ ინგლისელი ფორვარდის შეძენა ზაფხულში აქვს დაგეგმილი, მაგრამ ლონდონელები ლიდერთან ადვილად შელევას არ აპირებენ.

როგორც ესპანური მედია წერს, „მამლები“ კეინს მხოლოდ მხოლოდ 350 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან და თუ „რეალი“ აღნიშნულ თანხას გაიღებს, ფეხბურთელის გადაბირებასაც შეძლებს.

შეგახსენებთ, კეინი „ტოტენჰემში“ 2013 წლიდან თამაშობს და 243 მატჩში 160 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, ტიტული არ მოუგია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს გუნდის დატოვების მიზეზიც.

ინგლისის ნაკრებში კი 25 წლის ფორვარდის ანგარიშზე 35 თამაში და 20 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121281