ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ისკოს გადაბირება სურს და ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში გეგმავს. „სამეფო კლუბმა“ კი ტურინელებს ესპანელის სანაცვლოდ პაულო დიბალას დათმობა მოსთხოვა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს არგენტინელი შემტევის გადაბირება უნდა და ისკოს იმ შემთხვევაში გაასხვისებს იტალიაში, თუ დიბალა „რეალის“ ფორმას მოირგებს.
ამ დროისთვის არგენტინელი შემტევი 100 მილიონ ევროდ ფასობს, ხოლო ისკო 80 მილიონად.
შეგახსენებთ, რომ ისკო სანტიაგო სოლარის გეგმებში არ ჯდება და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. დიბალას კი „რეალის“ გარდა პსჟ-სა და „ინტერსაც“ უკავშირებენ.