ლოზანის ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტად აირჩია შვეიცარიელი ვირჟინ ფევრი.
პრეზიდენტად არჩევამდე ვირჟინ ფევრი აქტიურად მონაწილეობდა ზამთრის სპორტის სახეობებში მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებების მოწყობაში, უფრო ადრე კი წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდა ფრისტაილში (ჰალფპაიპი), სადაც სამგზის იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა და ამდენივეჯერ მსოფლიო თასზე მცირე ბროლის გოლობუსიც დაისაკუთრა.
ვირჟინ ფევრმა პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა შარშან ოქტომბერში გარდაცვლილი საერთაშორისო სპორტულ ფედერაციათა გლობალური ასოციაციის (GAISF) პრეზიდენტი და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) გენერალური მდივანი, შვეიცარიელი პატრიკ ბაუმანი.
www.geonoc.org.ge