საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ზარანდია „არკაში“ გამოარჩიეს. „არკას“ 2018 წლის საუკეთესო გოლი სწორედ ჩვენებურის გატანილი ბურთი გახდა, რომელიც პოლონეთის სუპერთასზე „ლეგიას“ გაუტანა.
ზარანდიამ გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების უმრავლესობა, კერძოდ, 32% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.
საინტერესოა, რომ მეორე ადგილზეც ზარანდიას გოლი გავიდა 19%-ით, რომელიც „კორონას“ პოლონეთის თასზე გაუტანა. მესამე ადგილი კი მატეუშ მლინსკიმ დაიკავა (15%).