ფეხბურთი

22:50 | 11.01.2019 | ნანახია 891 - ჯერ

ოფიციალურად: ფაბრეგასი "მონაკოს" ფეხბურთელია

ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი „მონაკოს“ ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია მონეგასკთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფაბრეგასის სანაცვლოდ „მონაკომ“ „ჩელსის“ 10 მილიონი ევრო გადაუხადა და 3.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 31 წლის ესპანელი „არისტოკრატებში“ 2014 წლიდან თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და პრემიერლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

„მონაკო“ ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძვის და 18 ტურს შემდეგ 13 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:32 | 12.01.2019
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

კაია კაია წესით არ უნდა გავარდნენ )
ისე გამართლებაზეც არის საქმე ))
აგერ ანრი რა იგროკი იყო და ეხლა მონაკოს ყბიდან ვერ ამოდის

0.12244