ფეხბურთი

22:24 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში კლოპი და ვან დეიკი გამოარჩიეს

პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მწვრთნელად "ლივერპულის" მცველი და მწვრთნელი ვირჯილ ვან დეიკი და იურგენ კლოპი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

2018 წლის დეკემბერში "ლივერპულმა" შვიდი მატჩი ჩაატარა, საიდანაც კლოპის გუნდმა შვიდივე მოიგო, გაიტანა 22 გოლი და "მერსისაიდელთა" კარი სამჯერ აიღეს. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა კი "წითლების" რიგებში შვიდივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ვან დეიკმა "ბარნლისთან" შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო "ვულვზისთან" დაპირისპირებაში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113317