აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ფუად ჯაფაროვის სახელობის მემორიალი ჭადრაკში, სადაც უმაღლესი რეიტინგი ქართველ დავით ბენიძეს (2480) გააჩნდა.
დასკვნით მე-9 ტურში ბენიძე შავი ფიგურებით მასპინძელ აბდულა გადიმბაილის (2409) დაუზავდა, 4.5 ქულა მოაგროვა და ათ მონაწილეს შორის მეოთხე-მეექვსე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-5 პოზიცია ერგო.
შეჯიბრის გამარჯვებული ირანელი არაშ ტაჰბაზი (2468) გახდა, რომელმაც 7.0 ქულა მიითვალა და უახლოეს კონკურენტს ერთბაშად 2.0 ქულით გაუსწრო.