ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი უეფამ სერხიო რამოსთან უხეშობის გამო ერთი მატჩით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. უეფას ერთა ლიგაზე ხორვატიის და ესპანეთის მატჩის დროს ლოვრენმა რამოსს იდაყვი ჩაარტყა, თუმცა მსაჯმა ეს მომენტი ვერ დაინახა.
უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად დეიან ლოვრენი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს აზერბაიჯანთან გასამართ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ დაეხმარება. შეხვედრა 21 მარტს ხორვატიაში გაიმართება.