ფეხბურთი

20:49 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი "სარაგოსას" მეორე გუნდში

ესპანური „სარაგოსას“ რიგებში ორი ქართველი ჩაირიცხა - გიორგი ჩოჩიშვილი და ლევან გრძელიძე. 18 წლის შემტევი და 20 წლის მეკარე არაგონული გუნდი მეორე გუნდში გაირჯებიან, რომელიც ესპანეთის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.

ბუნებრივია, თავის გამოჩენის შემთხვევაში ორივეს ექნება შანსი, რომ მთავარ გუნდში დაწინაურდნენ.

ჩოჩიშვილი ბოლოს ბოლნისის „სიონის“ კარს იცავდა, ხოლო იქამდე პრაღის „სლავიას“ აკადემიაში იყო. ახალგაზრდა კიპერმა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა 2017 წელს.

რაც შეეხება გრძელიძეს, 18 წლის გარემარბია, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიაში თამაშობდა. აქვე გეტყვით, რომ „სარაგოსას“ მთავარ გუნდში გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით თანამემამულეებს წარმატებები უსურვა.

0.125994