საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” “ზამთრის თასზე” ორი ახალწვეული, ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი წარადგინა.
კაკუბავა ბოლოს საჩხერის “ჩიხურაში” ასპარეზობდა. რაც შეეხება 29 წლის დენის შელიხოვს, იგი ბელორუსის პრემიერ ლიგის კლუბ მინსკის “ლუჩის” კარს იცავდა.
ახალწვეულებმა თბილისურ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.