სხვა

17:08 | 11.01.2019 | ნანახია 269 - ჯერ

ოლიმპიამ ნახევარი ტურნირი გაასრულა  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატის მეათე ტურში თბილისის ოლიმპია სპორტკომპლექს არენაში 22-31 დამარცხდა შეჯიბრების ლიდერთან, ბაქოს აზერიოლთან. წინადღით ბაქოელებმა ოლიმპიურ სასახლეში 33-21 მოგვიგეს და შეჯიბრებას 18 ქულით ლიდერობენ. ოლიმპია მეოთხე ადგილზეა.

აზერიოლში ამინდს გამოცდილი უცხოელი ხელბურთელები ქმნიან. უკრაინელები კონოვალოვა, ვოსკობოინიკი, კოსმინა და ჰილიაზეტდინოვა, რუსი რუსინოვა და ორიც ნატურალიზებული აზერბაიჯანელი - მეტელსკა და კლიმენკო. მათ შორის უდაოდ საუკეთესო იყო უკრაინის ეროვნული ნაკრების მეკარე, 24 წლის ელიზავეტა ჰილიაზეტდინოვა. უამრავი რთული ბურთის მოგერიების გარდა მეკარე ბრწყინვალედ იწყებდა სწრაფ გარღვევასაც და, ორი მატჩის განმავლობაში, თითქმის არ შეშლია გრძელი პასი.

ოლიმპიაში ძირითადად თამაშობენ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გოგონები და ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი, რომელთგანაც ყველაზე უფროსი 20 წლისაა. პირველ მატჩში ძირითადმა დატვირთვამ ქიტესაშვილსა და ჯგერენაიაზე გადაიარა - ამ ორმა გოლები ორი მესამედი გაიტანა, მეორე შეხვედრაში კი ლიდერებს კარგად შეეშველნენ თეთრაშვილი (4 გოლი), მაჭარაშვილი, გოგია (3-3), ორივე ჩხაიძე (2-2). შედეგად, თამაშის ხარისხი უკეთესი იყო და რომ არა მეტოქის ექსტრა-კლასის მეკარე და ჩვენების რამდენიმე შეცდომა, სხვაობა რამდენიმე ბურთით ნაკლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

დღესვე ბაქოში თამაობენ იდმან აკადემიასი - აზერსუ, ყარაბაღი -განჯლარ ბირლიი, რის შემდეგაც შეჯიბრების ნახევარი, 2 წრე, გასრულდება. შემდეგ 4 მატჩს ოლიმპია შინ გამართავს - 25-26 იანვარს ვმასპინძლობთ მეორე ლიდერსა და სარსანდელ ჩემპიონს, ბაქოს აზერსუს, ხოლო 7-8 თებერვალს - მესამე ადგილზე მყოფ ყარაბაღს.

სეზონი დასრულდება 6 გასვლითი მატჩით ბაქოში, ჯერ აზერიოლთან, შემდეგ კი ვეთამაშებით იმ ორ გუნდს, ვისთანაც თბილისში 8 შესაძლებლიდან 7 ქულა ავიღეთ - იდმან აკადემიას და განჯლარ ბირლიის.

ამის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები გააგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-11 აგვისტოს გაიმართება თბილისში, ხოლო ჩვენს ქალთა ეროვნულ გუნდს 2019 წელს ევრო 2020-ის პირველი სსაკვალიფიკაციო ეტაპი აქვს სათამაშო.

ხელბურთი. აზერბაიჯან-საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2018-19

11 იანვარი, არენა 1. ოლიმპია თბილისი - აზერიოლი ბაქო 22-31

ოლ: ჯიქურაშვილი, ჩავჩიძე - ჯგერენაია 5, თეთრაშვილი 4, მაჭარაშვილი 3, გოგია 3, ქიტესაშვილი 2, ე. ჩხაიძე 2, ა. ჩხაიძე 2, ქ. ცინცაძე 1, ჩირგაძე, დვალიშვილი, მ. ცინცაძე, ბჟალავა, ქებაძე, სურგულაძე

აზ: ჰილიაზეტდინოვა, ჰასანოვა - გასიმოვა 6, იუსიბოვა 6, კოსმინა 4, ნასრედდინოვა 3, ვოსკობოინიკი 3, რუსინოვა 3, მეტელსკა 2, კონოვალოვა 1, კლიმენკო 1, მუსტაფაევა 1, გაჰრამანოვა 1

მსაჯები: ემ. აღაქიში - ს. აბასოვა, დელეგატი: ლ. გელაშვილი

10 იანვარი, ოლიმპიური სასახლე. ოლიმპია - აზერიოლი 21-33

ოლ: ჯავახია, ჯიქურაშვილი - ქიტესაშვილი 8, ჯგერენაია 6, ე. ჩხაიძე 2, თეთრაშვილი 2, ჩირგაძე 1, ქ. ცინცაძე 1, გოგია 1, ა. ჩხაიძე, დვალიშვილი, მ. ცინცაძე, ბჟალავა, იაშვილი, ქებაძე, მაჭარაშვილი - მწვ. ორჯონიკიძე, პორტნოი, კომახიძე

აზ: ჰილიაზეტდინოვა, ჰასანოვა - კონოვალოვა 5, კლიმენკო 5, მეტელსკა 4, გასიმოვა 4, ვოსკობოინიკი 4, კოსმინა 3, რუსინოვა 2, იუსიბოვა 2, ნასრედდინოვა 2, მუსტაფაევა 1, გაჰრამანოვა 1 - მწვ. ვორონოვი, ჯაფაროვა, კუზინა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატი: ემ. აღაქიში

-------------------------თ---მ---ფ---წ-----ბ------ქ

აზერიოლი-----------10---9---0---1--330-208--18

აზერსუ----------------9---8---0---1--317-195--16

ყარაბაღი--------------9---5---0---4--279-219--10

ოლიმპია-------------10---3---1---6--244-324---7

იდმან აკადემიასი---9---2---1---6--227-296---5

განჯლარ ბირლიი---9---0---0---9--189-354---0

წინა მატჩები: 6 ოქტ. აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 44-18, ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 33-26, აზერსუ - ოლიმპია 46-17 - 7 ოქტ. აზერსუ - ოლიმპია 34-21 - 13 ოქტ. განჯლარ ბირლიი - აზერსუ 21-51, აზერიოლი - ყარაბაღი 26-20 - 20 ოქტ. იდმან აკადემიასი - განჯლარ ბირლიი 36-25, აზერსუ - აზერიოლი 28-27 - 25 ოქტ. ოლიმპია - იდმან აკადემიასი 24-24 – 26 ოქტ. ოლიმპია - იდმან აკადემიასი 31-26 – 27 ოქტ. ყარაბაღი - აზერსუ 25-30 – 3 ნოე. აზერსუ - იდმან აკადემიასი 38-18, განჯლარ ბირლიი - ყარაბაღი 22-44 - 6 ნოე. აზერიოლი - იდმან აკადემიასი 38-18 - 10 ნოე. აზერიოლი - განჯლარ ბირლიი 40-13 - 14 ნოე. ყარაბაღი - იდმან აკადემიასი 38-20 - 24 ნოე. აზერსუ - განჯლარ ბირლიი 40-15, ყარაბაღი - 8 დეკ. განჯლარ ბირლიი - იდმან აკადემიასი 30-32, აზერიოლი - აზერსუ 26-22, ყარაბაღი - ოლიმპია 33-23 - 9 დეკ. ყარაბაღი - ოლიმპია 42-18 – 20 დეკ. ოლიმპია - განჯლარ ბირლიი 37-28 - 21 დეკ. ოლიმპია - განჯლარ ბირლიი 30-27 – 23 დეკ. აზერსუ - ყარაბაღი 28-25, აზერიოლი - იდმან აკადამიასი 39-27 – 10 იან. ოლიმპია - აზერიოლი 21-33 – 11 იან. ოლიმპია - აზერიოლი 22-31, იდმან აკადემიასი - აზერსუ, ყარაბაღი - განჯლარ ბირლიი

24-25 იანვარი. თბილისი. ოლიმპია - აზერსუ

7-8 თებერვალი. თბილისი. ოლიმპია - ყარაბაღი

23-24 თებერვალი. ბაქო. აზერიოლი - ოლიმპია თბილისი

6-17 მარტი. ბაქო. იდმან აკადემიასი - ოლიმპია თბილისი

20-21 აპრილი. ბაქო. განჯლარ ბირლიი - ოლიმპია თბილისი

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.078854