ჩოგბურთი

16:37 | 11.01.2019 | ნანახია 487 - ჯერ

გაგოშიძე ფინალში ითამაშებს

15 წლის ქართველი ჩოგბურთელი თამარ გაგოშიძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ ფუჯაირაში მიმდინარე იუნიორთა საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა.

დღეს გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში გაგოშიძე პირველ ნომრად განთესილ რუს ეკატერინა ვინიკს გაეჯიბრა და 6:3, 2:6, 6:0 დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში თამარის მეტოქე მე-2 რეიტინგის მქონე შვეიცარიელი ლეა მაგუნი იქნება, რომელმაც ჯერ კიდევ საწყის წრეში ნინო ნაცვლიშვილს 6:2, 6:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ გაგოშიძე შეჯიბრში მე-6 განთესვით ჩაება და ნახევარფინალამდე ისე მივიდა, სეტიც კი არ დაუთმია. ჩვენებურმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ სოფი მუელერს 6:0, 7:5 სძლია, ჰოლანდიელ ბენტე სპეეს 7:5, 7:6 (7:5) მოუგო, მე-4 რეიტინგის მქონე ფრანგი ოსეან ბაბელი კი 6:2, 6:2 დაამარცხა.
წყვილთა ტურნირის ფინალში გაგოშიძე და ნაცვლიშვილი მე-2 განთესვის მქონე ფრანგებს (ბაბელი-ბრუნონე) გაეჯიბრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 2:6, 6:1, 8:10 წააგეს.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:42 | 11.01.2019
»Sport for pleasure❤️ (1066)

ტიტული დადე -)

17:33 | 11.01.2019
O. Mertskhali (3303)

)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.065903