ჭადრაკი

18:53 | 11.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეებს სამ-სამი ქულა აქვთ

ინდოეთის ქალაქ დელიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 4 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 5 მოჭადრაკე დაწინაურდა: მაგამი გაემი (ირანი, 2533), დიპტაიან გოში (ინდოეთი, 2544), დას დებაშისი (ინდოეთი, 2538), მასუდ მოსადეგპური (ირანი, 2517) და საჰა ნეელაში (ინდოეთი, 2300).

ერთნაირი მონაგარი – 3.0 ქულა გააჩნიათ ქართველებს – ლევან ფანცულაიასა (2597) და ლუკა პაიჭაძეს (2583). დამატებითი მაჩვენებლებით, მათ შესაბამისად, 44-ე და 45-ე ადგილები უკავიათ.
ათ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-5 ტური ხვალ, 12 იანვარს შედგება, ჩვენებურები კი შავი ფიგურებით ინდოელ მოჭადრაკეებს ეთამაშებიან. ფანცულაია ვიკრამადიტია კულკარნის (2345) დაუპირისპირდება, პაიჭაძე კი – ნირანჯან ნავალგუნდი (2327).

0.123751